30 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის სამი 12-სართულიანი კორპუსი შენდება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის სამი 12-სართულიანი კორპუსი შენდება.

სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. პროექტის ფარგლებში, უწყება, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს.

აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000-მდე ოჯახი, "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

ბიუჯეტი ჯამში დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს.

დღის ამბები