30 აპრილი 2024,   14:21
ვრცლად
ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.

მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა და საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.

ცნობისთვის, ნატო ხელაძე, სამტრედიაში, 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მას მეუღლის მკვლელობას ედავებოდნენ. მოგვიანებით, მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

დღის ამბები