30 აპრილი 2024,   17:23
ვრცლად
ლობისტური საქმიანობის შემოღება და მათი დარეგულირება კანონით - "გირჩის" ალტერნატიული შეთავაზება "ოცნებას"

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მისი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

მისივე თქმით, "გირჩმა" მმართველ გუნდს ლობისტური საქმიანობის შემოღება და შემდეგ მათი კანონით დარეგულირება შესთავაზა.

"ბუნებრივია, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მოდი, ამერიკული მოდელი გადმოვიღოთ, გადმოვიღოთ შესაძლებლობა ასეთი ტიპის ლობისტური აქტივობის, რომელიც მერე შეიძლება დავარეგულიროთ, თუნდაც ისე, როგორც ამერიკაშია, მაგრამ არ შევეხოთ "არასამთავრობო ორგანიზაციების" 90%-ს, რომლებიც არაფერ შუაში არიან უშუალოდ პოლიტიკურ აქტივობასთან," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით უყრის კენჭს კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

ოპოზიცია კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს და აცხადებს, რომ ის ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება; უმრავლესობისთვის კი გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.

დღის ამბები