30 აპრილი 2024,   20:09
ვრცლად
დღეს გამოვიდა მედვედევი და შეგვიქო. ანუ, რაც აწყობთ და სჭირდებათ, ახლა ნავთი რომ დაასხან ცეცხლზე, ამას აკეთებენ. ყველა ქვეყანა, გარედან რაც სჭირდება მუხტის აწევას, იმას აკეთებს - მამუკა მდინარაძე

დღეს გამოვიდა მედვედევი და შეგვიქო. ანუ, რაც აწყობთ და სჭირდებათ, ახლა ნავთი რომ დაასხან ცეცხლზე, ამას აკეთებენ. ყველა ქვეყანა, გარედან რაც სჭირდება მუხტის აწევას, იმას აკეთებს. ყველა, რუსებიც და სხვებიც, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა.

"სიმართლე ეს არის. ცოტა შესაძლოა რთული მოსასმენი იყოს და რთული აღსაქმელი. ყველა ქვეყანა, უკლებლივ, გარედან, საქართველოს გარდა, ჩვენი ქვეყნის გარდა, მოსახლეობის გარდა, რა თქმა უნდა, მოქალაქეები არიან, იქ შეიძლება მართლა ბევრი გულწრფელი ახალგაზრდაც არის, მაგრამ, ჩვენი ქვეყნის გარდა, არავის აწყობს.

"ფარა" არავის აწყობს, გარდა ამერიკელებისა, პირდაპირ ვამბობ. ფრანგული კანონი, რომელშიც დაარტყეს რუსეთს, დაარტყეს ამერიკელებს, დაზვერვის ანგარიში, არავის აწყობს გარდა ფრანგებისა. ევროკავშირი რომ მიიღებს მსგავს კანონმდებლობას, არავის აწყობს გარდა ევროკავშირისა, მთლიანად ამ 27 ქვეყნისა. ავსტრალიის გარდა არავის აწყობს ავსტრალიაში რომ კანონია. მათ შეძლეს,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კენჭი უყარა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს. 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - დოკუმენტი, პირველი მოსმენით, მიღებულია.

დღის ამბები