30 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
"მას წამოსცდა ის მიზნები, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას - რატი იონათამიშვილი დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დევი ჭანკოტაძის ეს განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ერთი ადამიანი მაინც რომ დაიღუპოს, პროცესები ცუდად დამთავრდება, მმართველ გუნდში აფასებენ. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ დევი ჭანკოტაძეს ის მიზნები "წამოსცდა", რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. 

"მას წამოსცდა ის მიზნები, რომლებიც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და რაც არახალია. ვინაიდან, ეს ადამიანები ორი ტყუპის ფსიქოლოგიიდან ვერ გამოვიდნენ და როგორც ადრე ოცნებობდნენ, მაგრამ მაშინ ჰქონდათ ძალაუფლება და ახორციელებდნენ, ახლაც ოცნებობენ, მაგრამ აღარ აქვთ ძალაუფლება და ვერ ახორციელებენ. პროვოკაციები მათგან ყოველთვის მოსალოდნელია. ამიტომ, ცოტა ფრთხილად იყვნენ, სანამ მსგავს განცხადებებს გააკეთებენ, ვინაიდან, ჩვენი საზოგადოება მათ დესტრუქციულ ნაბიჯებს არასოდეს არ აპატიებს,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები