30 აპრილი 2024,   20:15
ვრცლად
რა ხდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადა ამოიწურება - თინა ბოკუჩავას პასუხი

რა ხდება მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მიერ ხელისუფლებისთვის ერთსაათიანი ვადა ამოიწურება - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი "ღამის კურიერის" ამ კითხვას ვერ პასუხობს, რადგან თინა ბოკუჩავას თქმით, დემონსტრაციის ორგანიზატორები ახალგაზრდები არიან და, შესაბამისად, ულტიმატუმთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.

"ხელისუფლება ამ ერთსაათიანი ინტერვალის გასვლის შემდეგ მაინც არ აკეთებს განცხადებას რუსული კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, რაც იქნება, ძალიან დაგვიანებული, თუმცა, ამ მომენტისთვის ერთადერთი ყველაზე გონივრული ნაბიჯი არის რისი გადადგმაც შეუძლია ახლა ივანიშვილის პარტიას.

ახალგაზრდები არიან ორგანიზატორები დღევანდელი აქციის, ჩვენ აქ ვართ, როგორც რიგითი, მშვიდობიანი პროტესტანტები, რომლებიც ვიცავთ ამ საოცარ ახალგაზრდებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ამიტომ მათი გადაწყვეტილება, თუ რა იქნება მას შემდეგ, რაც ერთსაათიანი ინტერვალი გადის, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ცნობილი არ არის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიზანი ვიყოთ იქ, სადაც არის ქართველი ხალხი," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ "ღამის კურიერთან".

ცნობისთვის, აქციის ორგანიზატორებმა მმართველ გუნდს ერთსაათიანი ვადა მისცეს და საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებისკენ მოუწოდეს. განცხადება, შეკრებილებს, ტრიბუნიდან პოეტმა რატი ამაღლობელმა გააცნო.

დღის ამბები