09 მაისი 2024,   21:46
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის ძალებმა იერიში მიიტანეს ხან იუნისსა და რაფაჰში არსებულ ლტოლვილთა ბანაკებზე

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის ძალებმა იერიში მიიტანეს ხან იუნისსა და რაფაჰში არსებულ ლტოლვილთა ბანაკებზე, შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღაზაში დაასრულეს ასობით ცხედრის ამოღება ნასერის სამედიცინო კომპლექსის მასობრივი საფლავიდან, ისრაელის დანაშაულებრივი ქმედებისა და გენოციდის ბრალდების საქმეზე საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით.

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნისა, ისრაელი აგრძელებს სამხედრო ოპერაციას რაფაჰში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, მილიონზე მეტი დევნილი თავშესაფარს ეძებს.

დღის ამბები