28 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
ამ წუთებში შოთა პაკელიანის დაკითხვა მიმდინარეობს

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში თბილისის მთავარი პროკურატურის გამომძიებელი და შოთა პაკელიანის ადვოკატი შევიდნენ. ამ წუთებში, შოთა პაკელიანის დაკითხვა მიმდინარეობს. მისი დაკითხვა უკვე 2 საათზე მეტია გრძელდება. 

პაკელიანი სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით მიმდინარე საქმეზე იკითხება, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

შოთა პაკელიანი სამართალდამცველებს ინფორმაციას მიაწვდის 23 მარტს, ისანი-სამგორის მე-7 განყოფილებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც შოთა პაკელიანის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა.

„მივმართეთ პროკურატურას, იმის მოთხოვნით, რომ შემოსულიყო პროკურატურის გამომძიებელი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შოთა პაკელიანი მიაწოდებდა დეტალურ ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებული წამების, ასევე დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ,“ - განაცხადა შოთა პაკელიანის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

უფლებადამცველის თქმით, აქამდე არასათანადო მოპყრობასთან და წამებასთან დაკავშირებით ჩვენება არ არის მიცემული და დღეს შოთა პაკელიანი პირველად აძლევს ჩვენებას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები