28 აპრილი 2024,   07:53
ვრცლად
ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლისთვის დებატების ფორმატი და გამომსვლელთა თანმიმდევრობა დაამტკიცეს

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დებატების ფორმატი და გამომსვლელთა თანმიმდევრობა დაამტკიცეს. გიორგი მარგველაშვილის სიტყვას 11-ვე საპარლამენტო ფრაქცია და დამოუკიდებელი დეპუტატები შეაფასებენ. შემაჯამებელი 15 წუთიანი სიტყვით გამოვა პარლამენტის თავმჯდომარეც.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ, ბიუროს სხდომაზე უმრავლესობას შესთავაზა, რომ ფრაქციების გამოსვლა მონაცვლეობით წარიმართოს.

„გავაკეთოთ ჭადრაკისებურად ანუ თქვენ როგორც თავიდან თქვით, გამოვა, ვთქვათ, ერთი ფრაქცია უმცირესობიდან, გამოვიდეს ფრაქცია უმრავლესობიდან. ანუ სტრუქტურას გთავაზობთ, რომ იყოს ეს მონაცვლეობა იმისთვის, რომ მივიღოთ სრულფასოვანი დებატის ფორმა,"განაცხადა ოთარ კახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, ოთარ კახიძეს უპასუხა და აღნიშნა, რომ ბიუროს სხდომის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებული ფორმატი მისთვის მისაღებია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, აღნიშნა, რომ მათ მიერ შეთავაზებული ფორმატი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები