28 აპრილი 2024,   06:35
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა იმ საკითხებს ასახელებს, რომლებზეც პრეზიდენტთან დებატებში ისაუბრებენ

ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე შეთანხმების შემდეგ პარლამენტარები იმ საკითხებზე საუბრობენ, რომლებზეც გიორგი მარგველაშვილთან ექნებათ კითხვები.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან დებატების დროს სასამართლო სისტემაში არსებულ მგომარეობაზე, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მედიაპლურალიზმზე იმსჯელებენ.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი კი განმარტავს, რომ მისი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, თავისუფალი მედიის საკითხებზე, კრიმინალური მდგომარეობასა და საერთაშორისო თემატიკაზე ისაუბრებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, მას კითხვები პრეზიდენტის მიერ გაკეთებული აქცენტებიდან გამომდინარე ექნება.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე კი პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, მისთვის განკუთვნილ 10 წუთში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს.  

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი 11 აპრილს პარლამენტში სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც დებატები გაიმართება.  ფრაქციებს, სპიკერებს და ფრაქციის გარეთ მყოფ წევრებს სიტყვით გამოსვლისთვის განსაზღვრული დრო ექნებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები