28 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
დებატების ფორმატის აუცილებლობას ვერ ვხედავ - ალექსანდრე ჯეჯელავა პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე საუბრობს

პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აღმოაჩნდათ ქვეყნის 2 ვიცე-პრემიერს. კახი კალაძე მზადაა პარლამენტში პრემიერ-მინისტრთა ერთად მივიდეს და გიორგი მარგველაშვილის მოხსენება მოისმინოს. ხოლო ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კი ჯერ ზუსტად არ იცის, მივა თუ არა ის პარლამენტში პრეზიდენტის მოსასმენად.

„რამდენიმე მინისტრი დაესწრება, შეიძლება მეც ვიყო ამ შემადგენლობაში, საბოლოო კონსულტაცია არ დაგვისრულებია. რაც შეეხება დებატების ფორმატს, აუცილებლობას კონკრეტულად ამ ფორმატის ვერ ვხედავ, თუმცა საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს,“ - განაცხადა ალქესანდრე ჯეჯელავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები