28 აპრილი 2024,   02:28
ვრცლად
ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ინიციატივები წარადგინა

პარლამენტის 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ინიციატივები წარადგინა. მათ პარლამენტარებს თავიანთი წინადადებები ფრაქცია ევროპული საქართველოს გამოსვლის შემდეგ გააცნეს.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, იმ საშუალებებზე ისაუბრა, რითაც ქვეყანაში შემოსავლების ზრდა მოხდება.

„ვიზალიბერალიზაციის წყალობით ნებისმიერ ადამიანი გავა გარეთ და ერთ ავტომობილს გამოაყოლებს ხელს. წავიდეს მეორეჯერ, იყიდოს, გაყიდოს, შემოიტანოს. აქ ხომ სხვა კუთხით შემოვა ფული. შემოვა განბაჟებისას თუ აქ გაიყიდება, შემოვა ტრანზიტისას, ბენზინს დახარჯავს. ყოველთვის ნებისმიერ აქტივობას მოსდევს ირიბი ფისკალური ეფექტი. გვინდა თუ არა უნდა გავაჩეროთ 6 თვე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები