28 აპრილი 2024,   10:36
ვრცლად
"დღგ"-ს გადასახადი - დებატები კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტის 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ. კომიტეტის სხდომაზე, საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბარათაშვილმა განმარტა, რომ კონკრეტულ გადასახადებთან დაკავშირებით, საქართველოს გარკვეული ვალდებულებები აქვს ევროკავშირთან.

„ასოცირების ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს დღგ-ს დირექტივასთან დაახლოებას. ამ შემთხვევაში, ყველა ცვლილება, რომელიც დღგ-ს შეეხება, უნდა იყოს უნისონში იმ ვალდებულებებთან, რომელიც საქართველომ აიღო ასოცირების ხელშეკრულებით,“ - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

მისი ეს განცხადება არასერიოზულად შეაფასეს ფრაქცია ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა დებატები სხდომაზე.

„ევროკავშირი გვიშლის ხელს, გადასახადების დაწევაში?“ - ამ კითხვით მიმართა გიგა ბოკერიამ მამუკა ბარათაშვილს, რაზეც მან უპასუხა, რომ ევროკავშირში არ უშლის ხელს გადასახადების დაწევას, თუმცა მის წინაშე გარკვეული ვალდებულებები არსებობს.

„კონკრეტული ვალდებულება გვაქვს, რომ საქართველო ინარჩუნებს თავის უფლებას, 2014 წლამდე არსებული შეღავათები შეინარჩუნოს და არ უნდა დააწესოს ახალი შეღავათები,“ - აცხადებს ბარათაშვილი.

ამ განცხადების საპასუხოდ, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა გიგა ბოკერიამ.

„დავიმახსოვროთ ეს ყველამ, რომ ევროკავშირი ყოფილა პრობლემა, რატომ ვერ ვუმსუბუქებთ ტვირთს ჩვენს ბიზნეს,“ - ამბობს ბოკერია.

დღის ამბები