28 აპრილი 2024,   19:42
ვრცლად
80-ლარიანი ჯარიმა გარემოს 2 კგ-მდე ნარჩენით დანაგვიანებისთვის - სანქციები 2 კვირაში ამოქმედდება

თვის ბოლოდან საყოფაცხოვრებო ნაგვით თბილისის ქუჩებისა თუ საზოგადოებრივი სივრცის ჯარიმების გამოწერა იწყება. სამართალდამრღვევებს სპეციალური კამერებით აღჭურვილი ინსპექტორები გამოავლენენ. ჯარიმის მოცულობა კი 50-დან 1000 ლარამდე მერყეობს.

პირველი ორი კვირის განმავლობაში ინსპექტორები მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ.

იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქე 2 კგ-მდე ნარჩენით დაანაგვიანებს გარემოს - 80 ლარით დაისჯება, 150 ლარის გადახდა კი უფრო მეტი რაოდენობის ნარჩენით გარემოს დაბინძურებისთვის მოუწევს. სახიფათო ნარჩენების გადაყრისთვის ფიზიკური პირი 400, იურიდიული პირი კი 1000 ლარით დაჯარიმდება. სანქციები ამოქმედდება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვისაც.

გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ამოქმედებულ ახალი საჯარიმო სისტემა მისაღებია მოსახლეობის ნაწილისთვის. მეორე ნაწილი კი ჯარიმის შეუსაბამო რაოდენობაზე საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები