28 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
ენმ-ს განცხადებით, ქობულეთში ტურისტული სეზონი საფრთხეშია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ქობულეთში ტურისტული სეზონი საფრთხეშია. მათივე მტკიცებით, სანაპიროზე სპეციალური ბარჟებია მოწყობილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დენდროლოგიურ პარკში ხეების გადასატანად უნდა გამოიყენოს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ამისთვის ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრები იხარჯება, ამასთან შეტანილი ქვა-ღორღი კი ზღვის დანაგვიანებას გამოიწვევს.

ქობულეთის გამგეობაში კი გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფენ.

დღის ამბები