28 აპრილი 2024,   00:13
ვრცლად
თელავში ყრუ-მუნჯთა საზოგადოების რეგიონული ოფისი დაარბიეს

თელავში ყრუ-მუნჯთა საზოგადოების რეგიონული ოფისი დაარბიეს. შემთხვევა ერთი საათის წინ, არჩილ მეორის ქუჩაზე მოხდა. კავშირის წევრები ამბობენ, რომ უცნობი პირები მათთან ოფისში იმ დროს შეიჭრნენ, როცა ორგანიზაციის წევრები სასადილოდ იყვნენ გასული. თანამშრომლებმა თავდამსხმელები ვერ ამოიცნეს.

მოპარულია ელექტროსადენები და დაზიანებულია ოფისის კუთვნილი ინვენტარი. ხელმძღვანელი პირების თქმით, ეს ოფისის დარბევის პირველი შემთხვევა არ არის.

ერთი თვის განმავლობაში ანალოგიური ფაქტი უკვე მეოთხედ მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

დღის ამბები