27 აპრილი 2024,   23:59
ვრცლად
დამწვარი ცხედარი - კახეთში 81 წლის ქალის გარდაცვალების საქმეს იძიებენ

კახეთში 2 მარტს მომხდარი მკვლელობის ფაქტის გამოძიება მიმდინარეობს. 81 წლის ქალის ოჯახის წევრების მტკიცებით მოხუცი აწამეს, მასზე სავარაუდოდ იძალადეს და შემდეგ დაწვეს.

ცხედარი ოჯახის კუთვნილი ვენახიდან დაახლოებით ოთხასი მეტრის მოშორებით, ნახევრად დამწვარი ნახეს. გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს უცნობი მამაკაცები სწორედ ამ ვენახის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. საქმეში არსებული მტკიცებულების მიხედვით გარდაცვალების მიზეზი სხეულის თერმული დამწვრობა გახდა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები