28 აპრილი 2024,   05:30
ვრცლად
შს მინისტრის ნაცემი ყოფილი მოადგილე - გელა ხვედელიძეს 2 ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

შს მინისტრის ყოფილ მოადგილე ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ძირითადი დაზიანებები გელა ხვედელიძეს სახის არეში აქვს მიყენებული. ყოფილ მაღალჩინოსანს ორი ნიღბიანი ახალგაზრდა საკუთარ სახლთან ელოდა და სასტიკად გაუსწორდა. თავდასხმის ვერსიებზე ოჯახი ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა ელისო კილაძემ, ამ ანგარიშსწორების შემკვეთი უკვე დაასახელა. ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი მინისტრის ყოფილი მოადგილის ცემაში სუს-ის ხელმძღვანელის მოქმედ მოადგილეს ადანაშაულებს.

კილაძის მტკიცებით ხვედელიძეზე თავდასხმა არის შურისძიება იმ ინფორმაციის გამო, რომელსაც ის ბოლო პერიოდში ბიო ნარკოტიკის რეალიზებასთან დაკავშირებით ავრცელებს. მისი მტკიცებით, ნარკობიზნესს სწორედ იოსებ გოგაშვილი მფარველობს.

გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. როდის გასაჯაროვდება გამოძიების პირველადი შედეგები უცნობია. გამოძიების დასრულებამდე ბრალდებებს არ პასუხობს იოსებ გოგაშვილი. სუს-ის პრესამსახურში განმარტავენ, რომ ელისო კილაძის ბრალდებები უსაფუძვლოა. გელა ხვედელიძეს კი დღეს ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

დღის ამბები