28 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

ახალი სარკინიგზო სადგური, რომელიც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობას - ამ წუთებში ქუთაისში კოპიტნართან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

უკვე ცნობილია, რომ მგზავრები კოპიტნარის სადგურით სარგებლობას მომავალი წლიდან შეძლებენ. მოქალაქეები, რომლებიც ისარგებლებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით, აეროპორტში მოხვედრას შეძლებენ კოპიტნარის სადგურის მეშვეობით. მშენებლობის დაწყება მთავრობის მეთაურმა გახსნა.

„სწორედ ამ ადგილას, იქნება სარკინიგზო ბაქანი, რომლიდანაც მგზავრები შეძლებენ სულ რამდენიმე ნაბიჯში მოხვდნენ აეროპორტის ტერმინალში. ქუთაისის აეროპორტი ამ სადგურთან ერთად გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე მოინდომებს, რომელიც მოინდომებენ, რომ ხელმისაწვდომ ფასებში იმოგზაუროს დღეს უკვე უვიზოდ, ისინი ისარგებლებენ თანამედროვე, კომფორტაბელური მატარებლებით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, პროექტი ქუთაისის ტურისტულ პოტენციალს განავითარებს. მისი თქმით, რკინიგზის პროექტი ქალაქებს შორის კავშირის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.

დღის ამბები