28 აპრილი 2024,   05:04
ვრცლად
პოლიციამ გელა ხვედელიძე მისი ცემის ფაქტზე ცოტა ხნის წინ დაკითხა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკითხვა სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

პოლიციელებს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის დაკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ჟურნალისტებთან არც ხვედელიძის ოჯახის წევრები საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძეს 3 აპრილს, საკუთარი სახლის წინ 2 ახალგაზრდა თავს დაესხა და შედეგად, ყოფილ მაღალჩინოსანს თავის არეში 2 გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გუშინ გადაცემა არჩევანში გელა ხვედელიძის ცემის ექსკლუზიური კადრები გავრცელდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები