28 აპრილი 2024,   09:43
ვრცლად
ძველ თბილისში ევაკუაცია გამოცხადდა - მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ბომბს ეძებენ

ძველ თბილისში ევაკუაცია გამოცხადდა. მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა გზა გადაკეტეს. ინფორმაცია რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ შემოსული შეტყობინების საფუძველზე პოლიცია სწავლობს ვითარებას.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მეტეხის ხიდთან გამნაღმველები მუშაოვბენ.

ბომბის შესახებ ინფორმაცია შსს-ში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.  გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირმა ჩემოდნის მსგავსი ნივთი ხიდთან დატოვა. 

კურიერის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალებს არკვევს. 

 

დღის ამბები