27 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით სახალხო დამცველი კამპანია "ეს შენ გეხება-ს" წევრებს ხვდება

შევა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი სარჩელი - ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, უკვე ერთი საათია უჩა ნანუაშვილი კამპანია ეს შენ გეხება-ს წევრებს ხვდება.

არასამთვრობო ორგანიზაციების წევრების თქმით, მოსმენების შესახებ კანონის მიღებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდა.

„გასაჩივრების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მივმართავთ სახალხო დამცველს, რომ შემოგვიერთდეს, ასევე მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. იმედს ვიტოვებთ, რომ  ჩვენი მოძრაობა და კამპანია დრაკონული და ცუდი კანონის წინააღმდეგ იქნება მასშტაბური,“- განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერმა, გიორგი ბურჯანაძემ.

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით სახალხო დამცველი თავის სარჩელს ამზადებს.

„პირველ რიგში, არასამთვრობო სექტორთან ვაპირებთ პოზიციების შეჯერებას, მათი მოსაზრებების მოსმენას, ჩვენი მხრიდან გარკვეულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, შევთანხმდეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. ამ ეტაპზე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, ერთობლივად კონკრეტული სარჩელის მომზადებას,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები