28 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
მსოფლიო ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე - "ფორსაჟი 8"-ის პრემიერა ბერლინში

მსოფლიო კინოეკრანებზე ცნობილი ბლოკბასტერის ახალი ფილმი გამოდის. ფორსაჟი-8-ს პირველი ევროპული პრემიერა ბერლინში გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ფილმის რეკვიზიტები გამოფინეს. პრემიერას გადამღები ჯგუფი და მთავარი როლის შემსრულებლები - ვინ დიზელი და შარლიზ ტერონი დაესწრნენ. სწორედ შარლიზ ტერონის გმირი ხდება მრბოლელთა გუნდში განხეთქილების მიზეზი. ის სურათში კიბერ-ტერორისტის როლს ასრულებს.

ფორსაჟის პერსონაჟების შემქნლენელების სანახავად ბერლინის კინოთეატრთან ასობით თაყვანისმცემელი შეიკრიბა. შარლიზ ტერონთან კიდევ ერთი სიახლე სამსახიობო გუნდში ჯეისონ სტეტჰემი და სკოტ ისტვუდი არიან. ეს პირველი ფილმია, რომელიც დიდ ეკრანზე პოლ უოკერის გარეშე გადაიღეს.

სურათის მსოფლიო პრემიერა 12 აპრილსაა დაგეგმილი, საქართველოს კინოთეატრებში კი ფორსაჟის მერვე ფილმის ნახვას 13 აპრილიდან შეძლებთ.

ვიდეოს სანახავად, თუ როგორ იღებდნენ ფილმის მე-8 ნაწილს, მიჰყევით ბმულს

ავტორი: თეა თეთრაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები