28 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებაზე განმარტებებს ითხოვს

გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების გარკვევას საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ფორმატით ცდილობენ. ნაციონალური მოძრაობა საგამოძიებო კომისიის შექმნას და ხელშეკრულებაში არსებული საქართველოსთვის საზიანო პუნქტების განხილვას ითხოვს.

ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ მეთოდად ევროპული საქართველო ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას ასახელებს. ამ წინადადებით ფრაქციამ პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.

ოპოზიციის არცერთი ინიციატივა უმრავლესობისთვის მისაღები არ არის.

გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კითხვებს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსიც სვამს. პარტია მზად არის ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში მოუსმინოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმდინარე პროცესებში პარლამენტის ჩარევის აუცილებლობაზე საუბრობენ.  

კითხვებზე პასუხი დღეს ენერგეტიკის მინისტრს არ გაუცია. 

დღის ამბები