28 აპრილი 2024,   10:29
ვრცლად
სილამაზის ცენტრებზე კონტროლი მკაცრდება - რეგიონებში სალონების შემოწმება დაიწყო

სილამაზის ცენტრებზე კონტროლი მკაცრდება. რეგიონებში მიმდინარეობს რისკების შემცველი სალონების შემოწმება. როგორც ცნობილია გეგმიური მონიტორინგი ყოველწლიურად განხორციელდება.

ესთეტიკური სალონებისთვის სავალდებულოა რეგისტრაცია და ნორმების დაკმაყოფილება, რომლის მიხედვითაც კოსმეტოლოგიურმა დაწესებულებებმა სპეციალური აღჭურვილობით სტერილიზაცია უნდა განახორციელონ. სანიტარული ნორმების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება გაფრთხილებას მიიღებს. ხელმეორედ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევად შეფასდება და სასამართლო განიხილავს. ჯანმრთელობის სამინისტრომ რეგიონებში ინიციატივის მთავარ მიზნად ინფექციების პრევენცია და C ჰეპატიტის სკრინინგი დასახელდა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებს წელიწადში ერთხელ შეამოწმებენ, თუმცა მათ აქვთ უფლება მონიტორინგი საჩივრის საფუძველზეც ჩაატარონ. მსგავსი რეგულაცია თბილისში ზაფხულში ამოქმედდა.

ავტორი: თეა ვარშალომიძე, ემა გოგოხია. 

დღის ამბები