28 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
იდლიბის ტრაგედია - დასახლება ქიმიური ნივთიერების შემცველი ჭურვებით დაბომბეს

იდლიბის პროვინციის ერთ-ერთ სოფელზე განხორციელებული შეტევა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა. დასახლება ქიმიური ნივთიერების შემცველი ჭურვებით დაბომბეს, რასაც 100 ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა. მათ შორის 20 ბავშვია. დაზარალებულები ყვებიან, რომ ჭურვების აფეთქების შემდეგ უცნაური სუნი იგრძნეს.

იდლიბი ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი რეგიონია, ამიტომ სამთავრობო ძალების სამიზნე თითქმის ყოველდღიურად ხდება. ქიმიურ თავდასხმაშიც საერთაშორისო გაერთიანება სწორედ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს. მისი მონაწილეობა დაბომბვაში რუსეთმაც დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ქიმიური ნივთიერება დასახლებაში საწყობიდან გავრცელდა, სადაც ტერორისტები აკრძალულ იარაღს ამზადებდნენ.

მოსკოვის არგუმენტები დასავლეთს მიუღებლად მიაჩნია და მომხდარს ბარბაროსულ აქტს უწოდებს.

იდლიბიში მომხდარი ფაქტზე საგანგებო შეხვედრა გაიმართა გაეროში. უშიშროების საბჭომ ასადის რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები