28 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
"ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს?" - მოზარდმაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება

მოზარდმაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, სპექტაკლი სახელწოდებით ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს? ოთარ ბაღათურიას რეჟისორობით აღდგა, რომელმაც უკრაინელი დრამატურგის ნაწარმოები ჯერ კიდევ 1997 წელს თარგმნა. 90-იან წლებში სპექტაკლი სხვადასხვა შემადგენლობით რამდენჯერმე დაიდგა.

რეჟისორი ფიქრობს, რომ 20 წლის შემდეგ ნაწარმოები აქტუალობას არ კარგავს. 

სპექტაკლის პრემიერა თეატრში ხვალ გაიმართება.

დღის ამბები