27 აპრილი 2024,   23:28
ვრცლად
პრეზიდენტთან შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იმსჯელეს

საკონსტიტუციო რეფორმებზე ქუთაისში პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრაზე მსჯელობდნენ. შეხვედრის მონაწილეებს ქვეყნის პირველ პირთან საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე, ქართულ ოცნებას სასურველი საარჩევნო სისტემის დამტკიცების მცდელობისთვის გამო აკრიტიკებს.

„მარტო ქართული ოცნებაა, რომელიც ცდილობს, რომ როგორმე შეინარჩუნოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც მას მისცემს დაუმსახურებელ ბონუსს ანუ იმ ამომრჩეველთა ხმების არაპროპორციულად მეტ წარმომადგენლობას პარლამენტში,“ - აცხადებს შალვა შავგულიძე.

ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისას საზოგადოების აზრი უნდა გაითვალისწინოს.

„ამ აზრთა გათვალისწინებით უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის პროექტი, რომელიც შემდეგ უნდა განიხილოს პარლამენტმა,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრი, ირმა ინაშვილი ხელისუფლებას საპარლამენტო მოდელზე გადასვლის ინიციატივისთვის აკრიტიკებს.

დღის ამბები