28 აპრილი 2024,   08:15
ვრცლად
"ენმ"-ამ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენების კანონთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა

ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი დიასამიძის თქმით, ისინი ყველა კანონიერ ზომას გამოიყენებენ იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი როგორმე პარლამენტმა შეცვალოს.

“არაკონსტიტუციური კანონი საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ შეიძლება გამოყენებული იყოს ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასარღვევად, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და აუცილებლად ყველა კანონიერ ზომას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს კანონი როგორმე პარლამენტმა გადააკეთოს,“ - განაცხადა დიასამიძემ.

ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, “ ხელისუფლებამ ჩაიგდო ბერკეტი ხელთ, რათა კანონის ძალით, კანონის მექანიზმი გამოიყენოს იმისთვის, რათა ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს მოუსმინეს და გამოიყენოს ბერკეტი მათ წინააღმდეგ.“

შეგახსენებთ, რომ მოსმენების კანონზე მოქალაქეების სარჩელების მიღება დასრულდა. კამპანია ეს შენ გეხება საჩივრებს თბილისში ქუთაისსა და ბათუმში აგროვებდა. ამ დროისთვის სულ 300-მდე მოქალაქე შეუერთდა კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების ინიციატივას. ეს შენ გეხება სარჩელს სასამართლოში მომავალ კვირას შეიტანს.

დღის ამბები