28 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
სანქტ პეტერბურგში მრავალსართულიან კორპუსში გაზის მილი აფეთქდა

სანქტ პეტერბურგში მორიგი აფეთება მოხდა, თუმცა ამჯერად მიზეზი ბუნებრივი აირი იყო. სარემონტო სამუშაოების დროს მრავალსართულიან კორპუსში გაზის მილი დაზიანდა, რასაც აფეთქება მოყვა. შედეგად არავინ დაშავდა, თუმცა კორპუსი ფასადის ნაწილი ჩამოინგრა.

ამავე დასახლებაში ჩატარდა დღეს დილით სპეცოპერაცია. სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბომბი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს. დააკავეს სამი ეჭვმიტანილიც.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ისინი აკბარჟონ ჯალილოვის თანამზრახველები არიან, რომელმაც 3 აპრილს მეტროში აფეთქება მოაწყო. ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები