27 აპრილი 2024,   22:23
ვრცლად
"გაზპრომის" საკითხზე "ენმ"-ის რეზოლუციის განხილვას უმრავლესობის 3 დეპუტატი ესწრებოდა

პარლამენტში გაზპრომთან გაფორმებული საკითხები ნახევრად ცარიელ სხდომათა დარბაზში განიხილეს. მსჯელობას უმრავლესობის მხოლოდ 3 დეპუტატი ესწრებოდა, შესაბამისად, რეზოლუცია, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა, პარლამენტმა არ მიიღო.

ნაციონალური მოძრაობის წევრები იმ დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში გაზის ტარიფის გაზრდა მოხდება. დღეს მათ კახი კალაძის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

მმართველ გუნდში კომერციული საიდუმლოს გამო, ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ღიად ისაუბრეს, რომ ხელისუფლებას კრემლთან კონფრონტაცია არ სურს.

საკუთარი არგუმენტები საჯაროდ ენერგეტიკის მინისტრს დეპუტატებისთვის არ წარუდგენია. კახი კალაძე გაზპრომის საკითხზე სასაუბროდ ამ ეტაპზე არც პარლამენტში მისვლას გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები