28 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
პრეზიდენტის გამოსვლა - ოპოზიციას კითხვები აქვს, მმართველი გუნდი თავდაცვისთვის ემზადება

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება. ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს ქუთაისში შეხვდა. ქვეყნის პირველი პირი ხვალ საპარლამენტო ტრიბუნიდან იმ თემებსა და პრობლემებზე ისაუბრებს, რომელიც დღეს საზოგადოებისგან მოისმინა.

ქვეყნის პირველი პირისგან მწვავე და კრიტიკულ გამოსვლას ელოდება უმრავლესობა, შესაბამისად, მმართველი გუნდი თავდაცვისთვის ემზადება.

დებატებში აქტიურად ჩაერთვება ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობა ხვალ საპარლამენტო სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცოცავ ანექსიასა და სოციალურ პრობლემებზე ისაუბრებს.

ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და საგარეო პრიორიტეტებზე დასვამს, პრეზიდენტის გამოვლისას შეკითხვებს ევროპული საქართველოც.

ქვეყნის პირველი პირი პარლამენტს ხვალ ყოველწლიური ანგარიშით მეოთხედ მიმართავს.

დღის ამბები