28 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს - ინფორმაციას ანკარა ადასტურებს

ოფიციალური ანკარა ადასტურებს, რომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. თურქმა სპეციალისტებმა გარდაცვლილებს ექსპერტიზა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ ისინი ზარინის გაზით დაიღუპნენ.

ქიმიურ შეტევას ადასტურებს ისრაელიც, რომელიც ირწმუნება, რომ ბაშარ ალ ასადის ბრძანებით ჯერ სახლები, შემდეგ კი საავადმყოფო დაიბომბა, სადაც მოწამლულები იყვნენ მოთავსებული. სირიის ხელისუფლება გამოძიების ჩასატარებლად გაეროს საკუთარ პირობას უყენებს და აცხადებს, რომ პროცესი დამასკოდან უნდა იმართებოდეს.

დღის ამბები