28 აპრილი 2024,   21:27
ვრცლად
100 წლოვანი ხეების გადატანა - ბიოლოგი ვასო გაბუნია მეწყერის საშიშროებაზე საუბრობს

ბიოლოგი, ვასო გაბუნია, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის შედეგად ეკოსისტემის მდგომარეობის შეცვლაზე საუბრობს. მისი თქმით, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეს ადგილები არის მოწყვლადი და ეს ტერიტორია მეწყერის საშიშროების წინაშე დადგეს.

"ეს ადგილები ძალიან მოწყვლადი არის ეკოლოგიური თვალსაზრისით," - აცხადებს ვასო გაბუნია.

„ეს ხეები დარგული იყო იმის გამო, რომ ჭარბტენიანი ნიადაგები გადაქცეულიყო ნაკლებად ჭარბტენიან ნიადაგებად და გამოყენებადი ყოფილიყო იგივე სუბტროპიკული კულტურებისთვის,“ - აცხადებს ვანო გაბუნია.

მისი თქმით, დღეს ხეების გადატანას დაჭაობება მოჰყვება და მან ასევე აღნიშნა, რომ დაჭაობება უკვე დაწყებულია. მისი თქმით, ამოღებული ხეების ადგილების გამაგრების გარეშე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ტერიტორია.

ბიოლოგის თქმით, ამ ყველაფერს კომპლექსური შესწავლა სჭირდება, რის შემდეგაც ტერიტორია ახალი ხეებით უნდა ჩანაცვლდეს.

ის ბიძინა ივანიშვილის სურვილს, 100 წლოვანი ხეების გადატანის თაობაზე აკრიტიკებს და განმარტავს, რომ ასეთი ეკოლოგიური ზიანის მომტანი არ იქნებოდა, თუნდაც, 30 წლიანი ხეების გადატანა. 

ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური, ვასო გაბუნიას კრიტიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღებს დიდ დახმარებას უწევს და გარემოს დაზიანებას არ დაუშვებს.

დღის ამბები