30 აპრილი 2024,   14:49
ვრცლად
ბიზნესმენებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიწების გასხვისებასა და გადასახადების ცვლილებაზე შენიშვნები გააცნეს

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პირველად ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი 2 მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. ბიზნესმენებს გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები უცხოელებზე მიწების გასხვისებასა და გადასახადების ცვლილებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უცხოელებისთვის მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით კანონმდებლობას მმართველი გუნდი მოაწესრიგებს.

„დისკუსიის საგანი იყო 94-ე მუხლი. საბოლოო ჯამში, კომისიამ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი, რომელშიც შენარჩუნებულია ის მუხლი, რომელიც ეხება გადასახადების შემოღებას და ასევე გადასახადების გაზრდას. რადიკალური მოსაზრება, რომელიც ითვალისწინებდა მიწაზე საკუთრების უფლების სრულ შეზღუდვას უცხოელთათვის, ჩვენ წავედით მიდგომით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში საკითხის ჯეროვან მოწესრიგებას კანონმდებლობის დონეზე,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე აღნიშნავს, რომ გადასახადებთან დაკავშირებით პარლამენტმა არსებული პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.

„ჩვენ მრავალჯერ ვსაუბრობდით და დღესაც ვიტყვით, რომ მიწის შეძენა-გასხვისება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს შეზღუდული უცხოელებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი ჭირაქაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები