06 მაისი 2024,   20:36
ვრცლად
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ექსპერტები ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ

ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებენ თბილისში მყოფი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ექსპერტები. სამდღიანი ვიზიტის შესახებ კურიერთან ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე საუბრობს.

დანიუს რადზევი-ჩიუსის თქმით, შეხვედრების დროს ისინი მოისმენენ მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას და დემოკრატიულ ქვეყნებში მედია პლურალიზმის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს.

„დემოკრატიული ქვეყნებისთვის მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან დაგეგმილ შეხვედრებზე მედიის კუთხით არსებულ ვითარებას და პრობლემების გადაწყვეტის გზებს განვიხილავთ. მედია გარემოსთან დაკავშირებით მათ აზრს მოვისმენ და ქვეყანაში არსებული რეალურ ვითარებიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგებთან ერთად რეკომენდაციებს მოვამზადებ. აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლერბა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის," - განაცხადა დანიუს რადზევი-ჩიუსმა. 

დღის ამბები