28 აპრილი 2024,   02:38
ვრცლად
ირაკლი კობახიძე "ევროპული საქართველოს" ინიციატივას სპეკულირების მცდელობად აფასებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპული საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კარდაკარის დაწყების პროცესს ეხმიანება. ოპოზიცური პარტია საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის გამოკითხვას და პლებისციტის ჩატარებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ირაკლი კობახიძე ევროპული საქართველოს ინიციატივას სპეკულირების მცდელობად აფასებს და საზოგადოების ინფორმირებულობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„როდესაც ადამიანს ეკითხები რა ურჩევნია, თვითონ აირჩიოს თუ სხვამ აირჩიოს, ასეთ დროს, ბუნებრივია, პასუხია - მირჩევნია მე ავირჩიო. იმიტომ, რომ საზოგადოებას არ ვაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას სისტემის არსის თაობაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა პლებისციტის ჩატარების წინააღმდეგი არ არის.

„ვერაფერს პრობლემატურს იმაში ვერ ვხედავ, რომ ცალკე, რომელიმე პარტიას პლებისციტი უნდა. უბრალოდ, ერთიანობა არ უნდა დაირღვეს, ჩემი აზრით და ერთ მხარე უნდა იყოს ყველა, ვისაც ეს დრაკონული ცვლილებები არ მოსწონს და მეორე მხარეს უნდა იყოს შიშვლად დარჩენილი ქართული ოცნება,“ - განაცხადა ნიკა რურუამ. 

დღის ამბები