26 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
ამოვიცანი, რომ ევა გოცირიძე იყო ურთმელიძის განჩინების ავტორი - ნინო ჯანგირაშვილი

„ამოვიცანი, რომ ევა გოცირიძე იყო ურთმელიძის განჩინების ავტორი,“ - ეს განცხადება ტელეკომპანია კავკასიის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში რუსთავი2-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მან კვირას პოსტსკრიპტუმში გასულ რეპორტაჟში გაჟღერებული ინფორმაცია და მოსამართლეების მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ვიდეო გაიხსენა.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განიხილავდა, როგორი უნდა იყოს სიუჟეტი იმიტომ, რომ არ აწყობს საინფორმაციოს მიერ გაშუქებული მასალა და იმიტომ, რომ იქ ჟურნალისტი წყვეტს, მათ რა კითხვა უნდა დაუსვას და რა ნაწილი უნდა გაუშვას ეთერში. ჩვენ დავინახეთ, რა არის მათთვის მისაღები ფორმატი, მათი აზრით გამოხატვის თავისუფლება,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მისი აზრით, იუსტიციის საბჭოს წევრების მოთხოვნა მედიის მიმართ შემაშფოთებელია.

„ისიც არ იციან, რომ კანონს არღვევენ. კანონით ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს დაფინანსების უფლება და გადაცემის შეკვეთის უფლება,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მისი აზრით, იუსტიციის საბჭოს წევრებმა ისიც კი არ იციან, თუ რა ფუნქცია აქვს მედიას.

"მედია მათი მომსახურე პერსონალი არ არის, ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ საზოგადოებას," - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

დღის ამბები