27 აპრილი 2024,   22:08
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საერთო სახალხო განხილვებში ჩაერთვება

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საერთო სახალხო განხილვებში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია განხილვებში უშუალოდ გიორგი მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას, თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ადმინისტრაცია პარლამენტის შეთავაზებას ელოდება.

„მზად ვართ, რომ აქტიურად ჩავერთოთ საერთო სახალხო განხილვის პროცესში, ველოდებით პარლამენტისგან შემოთავაზებას, როგორი იქნება ეს შემოთავაზება, რა ტიპის წესი განისაზღვრება მერე უკვე შექმნილი კომისიის მიერ, ეს არის კომისიის საქმიანობა და წინმსწრებად განცხადების გაკეთება მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში კონტრპროდუქტიულია,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.  

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელსაც შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია აქვს, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობდა.

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვებს  დამოუკიდებლად აწარმოებდა.

დღის ამბები