28 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
რუსული ანექსია ოკუპირებულ ტერიტორიებზე-პარლამენტში "ევროპული საქართველოს" რეზოლუციაზე იმსჯელებენ 

ევროპული საქართველოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ეხება, დღეს დეპუტატები სესიაზე განიხილავენ.

რეზოლუციის პროექტში შეფასებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ოპოზიცია საქართველოს მთავრობას საერთშორისო არენაზე პასიურობისთვის აკრიტიკებს. 

საპარლამენტო უმცირესობის წინადადების მხარდაჭერას არ აპირებს უმრავლესობა და საკუთარ დოკუმენტზე მუშაობს, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი რუსეთის ქმედებებზე პარლამენტის პოზიცია.

დღის ამბები