26 აპრილი 2024,   10:12
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად დახურული სხდომა და ურთიერთბრალდებები

საზოგადოება ე.წ. ციანიდის საქმეზე მხოლოდ იმას გაიგებს, რაც პროკურატურას სურს. სასამართლო სხდომებს, მისი დახურვის გამო, ვეღარც მედია ვერ გააშუქებს.

სახელმწიფო ბრალმდებლები დარწმუნებულები არიან, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს კარიერული წინსვლისთვის პატრიარქის მდივან-რეფერატის მოკვლა უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში არსებული პერსონალური მონაცემების გასაჯაროება ან არგასაჯაროება იმ პირის უფლებაა, ვისაც ეს პერსონალური ინფორმაცია ეკუთვნის, სხდომა მაინც დაიხურა.

პროკურატურის რამდენიმე არგუმენტიდან ერთ-ერთი საზოგადოებრივი მორალისა და წესრიგის დაცვა იყო. საპატრიარქოს იურისტს, ედიშერ ქარჩავას, მიაჩნია, რომ ნებისმიერი სასულიერო პირის ინტერესებს, პროკურატურის მხრიდან დაცვა არ სჭირდება.

რეალურად რატომ არ სურს გამოძიებას ბოლო წელების ყველაზე სკანდალურ და ხმაურიან საქმეს იცნობდეს საზოგადოება, უცნობია. სხდომის დახურვის ერთ-ერთი მოტივი, მართლმადიდებელი ერის მორალი და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გახდა, თუმცა ბრალდებული დეკანოზი, რომლსაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღვეთა ემუქრება, საჯაროდ აცხადებს, რომ დასამალი არაფერი არა აქვს.

 

დღის ამბები