28 აპრილი 2024,   02:03
ვრცლად
არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მაღალი ალბათობით ექნება შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს ვინ იქნება პრეზიდენტი, - ვახუშტი მენაბმდე

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახლახო განხილვაზე, რომელიც ჩოხატაურში ამ წუთებში იმართება, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი  მენაბდემ პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა. მენაბდე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ქვეყნის პირველი პირის არაპირდაპირი არჩევის წესის დანერგვის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს.

„არ არის ნამდვილად ტრაგედია პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევა, მაგრამ  ამ საარჩევნო სისტემის პირობებში, როდესაც უმრავლესობას ესეთი უპირატესობა ექნება, ფაქტობრივად არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მაღალი ალბათობით ექნება შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს ვინ იქნება პრეზიდენტი, ანუ ზეპარტიული პრეზიდენტი დაინიშნოს ფაქტობრივად არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ, რაც მის ზეპარტიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს,“ - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.  

დღის ამბები