28 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
თვითმმართველობის რეფორმა გაგრძელდება - ზვიად ძიძიგური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა ზუგდიდში საყოველთაო სახალხო განხილვისას თვითმმართველობის გაუქმებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მმართველი გუნდის წევრის თქმით, თვითმმართველი ერთეულების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, მანამ სანამ პარლამენტში არ შევა საკითხი განსახილველად.

„რაც შეეხება თვითმმართველი ერთეულების გაუქმებას, ამაზე არცერთ დონეზე საუბარი არ ყოფილა. ეს პარლამენტში უნდა გადაწყდეს და პარლამენტში არ შემოსულა ეს თემა. საჯარო სივრცეში იყო საკითხები, რომელიც განიხილებოდა და, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით კომენტარებს ვაკეთებდით. თვითმმართველობის რეფორმა გაგრძელდება და გაგრძელდება მხოლოდ უკეთესი მიმართულებით,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ხოლო არჩევნების სისტემის ცვლილებაზე საუბრისას, ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მსჯელობა წლების განმავლობაში მიმდინარეობს.

„ყველა ოპოზიციონერი მუდმივად ითხოვდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაჟორიტარულ-პროპორციულიდან, შერეული სისტემიდან და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე და განაცხადა, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. შედეგად ვღებულობთ ისევ ხმაურს, რომ არ არის სამართლიანი იმიტომ, რომ ბონუსების სისტემა იქნება შემოღებული,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

დღის ამბები