21 იანვარი 2020,   21:36
ვრცლად
რაფაელის "მადონა ჩიტბატონას" ასლი - ხელოვნების მუზეუმს ახალი ტილო შეემატა

ხელოვნების მუზეუმის გამოფენილი შედევრების ექსპოზიციას დღეიდან ახალი ტილო შეემატა. დიდი რენესანსის დიდი ოსტატის, რაფაელის მადონა ჩიტბატონას ასლი თავის დროზე მხატვრის ყველაზე ცნობილმა მოსწავლემ, ჯულიანო რომანომ შეასრულა.

სურათი 50 წელი მძიმე მდგომარეობაში იყო და არ ექსპონირებულა. მისი რესტავრაცია რამდენიმე კვირის, დაჩარჩოება კი რამდენიმე საათის წინ დასრულდა.

ორიგინალს, რაფაელის მადონა ჩიტბატონას რთული ცხოვრება ჰქონდა. ის ავტორის მეგობრის, ფლორენციელი კომერსანტის საკუთრებაში იყო, როცა მიწისძვრის დროს ჩამოვარდა და 18 ნაწილად დაიმტვრა. მას შემდეგ საუკუნეების მანძილზე არა ერთი რესტავრაცია ჩაუტარდა.

ჯულიო რომანოს ასლმაც ასევე შორი გზა გაიარა. ფონდიდან საგამოფენო სივრცეში რამდენიმე ნაბიჯის გასავლელად მას 50 წელი დასჭირდა.

ფოტო მუზეუმის სხვა შედევრებთან ერთად, დამთვალიერებლისთვის ზაფხულის ბოლომდე ხელმისაწვდომი იქნება.

დღის ამბები