26 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს სასამართლომ 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს სასამართლომ 300 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და ეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.

ღოღობერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მოსამართლე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს ვინაიდან, მისი მეუღლე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

მერაბ ღოღობერიძემ ასევე საპატიმროში სატელევიზიო ეთერის ხელოვნურად შეზღუდვაზე ისაუბრა.

„ჩვენ გათიშული გვაქვს რუსთავი 2. არ გვეძლევა საშუალება რუსთავი 2-ს ვუყუროთ? ქალბატონი ხათუნა გოგუაძის მეუღლე მუშაობს საპატრულო პოლიციაში, ვერ გაუძლო მოსამართლემ ზეწოლას,“ - აღნიშნა ღოღობერიძემ.

დღის ამბები