02 მაისი 2024,   12:35
ვრცლად
ქვეყანა, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველმყოფს 35% აშშ, 10% რუსეთი, 12% საქართველო - NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი ცნობილია.

როგორც NDI-ს მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 40% კი ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის.  

კითხვაზე რომელი ქვეყანაა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვას უზრუნველყოფს, 35% ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს, 10% რუსეთს, ხოლო 12% საქართველოს. 

11%-ს მიჩნია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. 41% ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება, 21% ნაწილობრივ არ ეთანხმება, 22% კი საერთოდ არ ერთანხმება ამ მოსაზრებას. 

NDI-მ საქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა აპრილში ჩატარდა.

გამოკითხვა სრულად ორშაბათს გამოქვეყნდება. ამ დროს ცნობილი გახდება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიმართ. 

 

დღის ამბები