26 აპრილი 2024,   10:38
ვრცლად
თავდასხმა თორდიაზე - პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის დაკითხვას არ ჩქარობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ ძალადობაზე მოკვლევა დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე ლაშა თორდიას დაკითხვა ორჯერ შეწყდა, ყოფილი მთავარი პროკურორის კი არც დაწყებულა. 

ყოფილმა პროკურორმა მედიასთან კომენტარი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ გააკეთა. ლაშა თორდიას მიერ თავდასხმაში დადანაშაულებული ყოფილი მთავარი პროკურორი ჩვენების მისაცემად არავის დაუბარებია თუმცა, მას შსს-ს და ფინანსური პოლიციის თანამშრომლები სტუმრობდნენ.

შს სამინისტროს პრესამსახურში განმარტავენ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის დაკითხვაზე გამოძახება საქმის გამომძიებლის გადასაწყვეტია. ფარცხალაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.  

ფარცხალაძესთან ერთად ლაშა თორდიას ცემის დროს ღამის კლუბში ფინანსური პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი, იმყოფებოდა თუმცა, ამაზე კომენტარი კურიერთან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არ გააკეთეს.

გენერალურ აუდიტორს აქვს ეჭვი, რომ საგამოძიებო უწყებები ყოფილ მთავარ პროკურორთან შეთანხმებით მოქმედებენ. თორდიას გამოკითხვა, სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება. ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი კი ჯერ საჯარო პრესკონფერენციისთვის ემზადება, რომელსაც თავად ფარცხალაძე არ დაესწრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები