30 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
თორნიკე კაჭარავას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს 

თორნიკე კაჭარავას ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. დაცვის მხარე თორნიკე კაჭარავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას არ ეთანხმება და 20 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე მის გათავისუფლებას ითხოვს.

პრეზიდენტის შვილის მეგობარს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-შეძენა-გადაზიდვას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, კაჭარავას ერთ გრამამდე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ფეხსაცმელში ჰქონდა შენახული.

„როგორც ბრალდებული აცხადებს, მას ნარკოტიკი საერთოდ თვალით არ უნახავს. გამომდინარე აქედან, ჩადების ფაქტიც მას არ უნახავს და უწოდებს ამ ყველაფერს აბსურდს. სამწუხაროდ, სასამართლო პრაქტიკა ჩამოყალიბდა ამდაგვარად, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, როგორც წესი, იყენებენ მხოლოდ საპატიმრო აღმკვეთ ღონისძიებას. ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

დღის ამბები