02 მაისი 2024,   10:15
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება - კომისიის წევრები ხულოში იმყოფებიან 

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება. მმართველი გუნდისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამ წუთებში შეხვედრას ხულოში მართავენ. შეკრებილები მთიანი რეგიონის მოსახლეობისათვის სოციალური გარანტიების ჩადებას ითხოვენ კონსტიტუციაში.

შეკითხვები უკავშირდებოდა ახალ კონსტიტუციაში აჭარის სტატუსსაც. ერთ-ერთმა მოქალაქემ რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებაზეც ისაუბრა. ახალ პროექტთან განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს უმრავლესობის, ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა.

ხულომდე კი საკონსტიტუციო კომისიის წევრები სიღნაღში იმყოფებოდნენ. კომისიის წევრებმა მოსახლეობას ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. აქცენტი პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემაზე გააკეთეს. შეხვედრას ძირითადად საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. 

"გიორგი მარგველაშვილს ჰქონდა ისტორიული შანსი, რომ ის არა უბრალოდ ჩაჭიდებოდა საპრეზიდენტო სკამს და ეთქვა, რომ არა გინდა თუ არა პრეზიდენტი არჩევითი უნდა იყოს, არამედ ეთქვა, რომ დიახ, ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, რომელიც თავისი დემოკრატიულობის ხარისხით სჯობს საპრეზიდენტო მოდელს. ჩემი აზრით, მან ის მხარე დაიჭირა, სადაც არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მოსახლეობის ნაწილმა ხელისუფლებისგან სოციალურ პრობლემებზე მსჯელობა მოითხოვა.

დღის ამბები