26 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
ოპოზიცური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებზე კონსულტაციებს განაგრძობენ

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კვლავ კონსულტაციების და განხილვის რეჟიმზეა გადასული. მათი ნაწილი თბილისი მერობის კანდიდატის დასახელებისგანაც თავს იკავებს.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, არცერთი პოლიტიკური პარტიის სახელით მერობის კანდიდატად წარდგენას არ გეგმავს. თუმცა, მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიასა და თავისუფალი დემოკრატებთან გარკვეული საუბრები ჰქონდა, თუმცა, ის დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს წარდგენას.

„არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ამ პარტიებმა მე მხარი დამიჭირონ, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს. მაგრამ მე ვიქნები უპარტიო კანდიდატი,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ენმ-oს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი, ამბობს რომ მერობის კანდიდატს რამდენიმე კვირაში დაასახელებენ. მან ასევე დაამატა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან თანამშრომლობენ, თუმცა კონკრეტულად რა ფორმატით გაგრძელდება თანამშრომლობას, ესაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას, განცხადებით, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას არ გამორიცხავს და, შესაბამისად, საერთო კანდიდატს დაასახელებენ მერობის კანდიდატად. პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, კახა კუკავაც, სხვა პარტიებთან კოალიციის მომხრეა და მისი თქმით, მერობის კანდიდატსაც მათთან ერთად განიხილავენ.

ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას, განცხადებით, მისი პარტია კონკრეტულ გზებს შეთავაზებს მოსახლეობას პრობლემების გადასაჭრელად. 

დღის ამბები